"ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც მივესალმებით, რადგან სწორედ ახლა მიმდინარებს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბების რეფორმა და მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად არის ჩართული ამ პროცესში", – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა დეველოპერული კომპანია "გრინ დეველოპმენტის" მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სასტუმრო "ბილტმორში" გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე კომპანია "გრინ დეველოპმენტი" 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალ ობლიგაციას გამოუშვებს, წლიური 11%-იანი სარგებლის დარიცხვით.
კომპანიის ინფორმაციით, "გრინ დეველოპმენტი "მ2"-ის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარზე მე-2 კომპანიაა, რომელმაც ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლება მოიპოვა.