გიორგი შაგიძე: ემოციური ფაქტორების გამო ლარი ზედმეტად გაუფასურებულია

528

“ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული და ამაზე მეტყველებს ყველა ფუნდამენტური ფაქტორი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყველა მაჩვენებელი, რომელიც კურსზე მოქმედებს, მათ შორის ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლები გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით”, – ამის შესახებ თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის ზედმეტად გაუფასურება უფრო “ბაზარზე აჟიოტაჟს” უკავშირდება, ვიდრე რომელიმე ფუნდამენტურ ფაქტორს. შაგიძის განცხადებით ამას ადასტურებს Renaissance Capital-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიც, სადაც საუბარია იმაზე, რომ ემოციური ფაქტორების გამო ლარი მოსალოდნელზე მეტად გაუფასურდა.

თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორის განმარტებით, ეროვნული ბანკის გუშინდელი ინტერვენცია სწორი და დროული იყო.

“ეროვნული ბანკის ინტერვენცია იყო ძალიან სწორი და დროული და მისი მიზანი იყო ბაზრიდან ემოციური ფაქტორის მოხსნა”, – აღნიშნა გიორგი შაგიძემ.

Comments
Loading...