გიორგი ქობულია: ხალხს უჭირს, ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება

33

“ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი.ეს არის ყველაფერი ამოწოვილია და ეს არამარტო იმისთვის კეთდება, რომ ახლა არჩევნებია. ამის ძირითადი საფუძვლები ფუნდამენტური პრობლემა, არის ჩვენი ხალხის გასაჭირი”,-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან სუაბრისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერებს გამოეხმაურა,მისი თქმით, ჩანაწერებისადმი საზოგადოების ინტერესს გაჭირვება განაპირობებს, ასევე,მინისტრი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არსებობას გამორიცხავს.

“ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი.ეს არის ყველაფერი ამოწოვილია და ეს არამარტო იმისთვის კეთდება, რომ ახლა არჩევნებია. ამის ძირითადი საფუძვლები ფუნდამენტური პრობლემა, არის ჩვენი ხალხის გასაჭირი. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა.

ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.ამიტომაც ჩვენ ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება. კიდევ ერთხელ,აბა გადახედეთ ესეთი რაღაცეები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია – არა, იმიტომ რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცეებს არ გამოეკიდება,”,-განაცხადა ქობულიამ.

Comments
Loading...