გიორგი ქობულია საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს იოს დაუმას შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ნიდერლანდების ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

ასევე გამახვილდა ყურადღება იმ პროექტების მიმდინარეობაზე, რომლებიც ნიდერლანდების სამეფოს დაფინანსებით ხორციელდება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით.

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

Comments
Loading...