გიორგი ქობულია: საერთო ძალისხმევით ტურიზმის სექტორთან უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ

29

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს გიორგი ქობულიასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ინვესტორთა საბჭოს ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

გიორგი ქობულიამ შეხვედრაზე მოწვეულ კომპანიებთან პრეზენტაცია ჩაატარა და მათ დეტალურად გააცნო ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგია, რომელიც ტურიზმის სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის სამომავლოდ არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ითვალისწინებს.

“ეს არის ხალხი, ვინც რეალურად წარმოადგენს ტურიზმის სექტორს და იცის ტურიზმის პრობლემების შესახებ. მისასალმებელია, რომ მათ მოიწონეს ჩვენი ხედვა და გაგვიმტკიცეს განცდა, რომ ტურიზმის განვითარების ჩვენი სტრატეგია პრინციპულად სწორია, თუმცა, ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მოსაზრებები იმ სფეროებზე, რომელსაც მეტი გაუმჯობესება სჭირდება.

მათ შორის, საუბარია ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, დიდი ტევადობის საკონფერენციო სივრცეების შექმნა თბილისსა და ბათუმში. რა თქმა უნდა, მზად ვართ გავითვალისწინოთ ტურიზმის საბჭოს ყველა კომენტარი და ვფიქრობ, ასეთი საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო მეტ შედეგებს მივაღწევთ”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...