გიორგი ქობულია: რკინიგზაზე კერძო ოპერატორების დაშვებას ვაპირებთ

36

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, თბილისში მიმდინარე კონფერენციის – “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“რკინიგზაზე ვაპირებთ კერძო ოპერატორების დაშვებას. ეს არის აგრეთვე იმ რკინიგზის რესტრუქტურიზაცია მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც იგეგმება და დღეს იქნება ამის განხილვა ევროკავშირთან.

პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გეგმები არ არის, მაგრამ არის გეგმები კერძო ოპერატორების დაშვებასთან დაკავშირებით რკინიგზაზე. კერძო ოპერატორების დაშვებაში იგულისხმება ის, რომ თუკი კერძო კომპანიას აქვს თავისი ვაგონების პარკი, და თუკი ჰყავს ლოკომოტივი, რაც დღეს არ არის შესაძლებელი, მაგრამ გახდება, ჩვენ მათ მივცემთ საშუალებას, დაშვება ჰქონდეთ ჩვენს რკინიგზაზე, ანუ გადაზიდონ ტვირთები. თუკი კერძო კომპანიას ჰყავს თავისი ლოკომოტივი და ვაგონები, მას შესაძლებლობა ექნება, გადაზიდვისთვის ისარგებლოს ჩვენი რკინიგზით”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...