გიორგი ქობულია: ვგეგმავთ, წელიწადში 30-50 ათასი ადამიანი გადავამზადოთ

89

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, დასაქმებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი გამოწვევაა მუშა ხელის კვალიფიკაცია.

მისი თქმით, წელიწადში 30 000 – 50 000 ადამიანის პროფესიული გადამზადება იგეგმება.

“ამ თვალსაზრისით ჩვენ შევქმენით სპეციალური საბჭოები ყველა სექტორის მიხედვით, სადაც შედის განათლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, საგანმანათლებლო პროფესიული სასწავლებლები, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

განსაზღვრული პროგრამები უკვე დაგეგმილია. ჩვენ 1 აპრილიდან პირველი ტალღის გაშვებას ვგეგმავთ.

ჩვენ, მთავრობა მზად ვართ ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამები დავაფინანსოთ და ამ თვალსაზრისით წავწიოთ წინ ჩვენი მუშახელის კვალიფიკაცია”, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე გიორგი ქობულიას უსმენენ.

Comments
Loading...