გიორგი ქობულია: ევროკავშირი რეგიონალურად ჩვენში ძირითად პარტნიორს ხედავს

36

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, თბილისში მიმდინარე კონფერენციის – “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ გვექნება საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ უსაფრთხოება ჩვენს ავტომაგისტრალებზე. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით ევროკავშირს და ევროკავშირი, რა თქმა უნდა, შეწუხებულია ამ თვალსაზრისით, იგი ჩვენში ხედავს ძირითად პარტნიორს რეგიონალურად.

ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ რეგიონალური ცენტრი მთელს რეგიონზე, ანუ 5 ქვეყანაზე, რომელიც აქედან, საქართველოდან წარმართავს გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტებს”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...