გიორგი მარალეიშვლი: შოთა მურღულია საკუთარ ავტომობილს წრიულის ხაზზე ამუშავებს

343

"პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქუთაისის მერიის მიერ, ბოლო 6 თვის განმავლობაში გახარჯული საწვავის ხარჯებს ასაჯაროვებს. გიორგი მარდალეიშვილის განცხადებით, შოთა მურღულია  წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის საწვავას მოიხმარს.

"აღნოჩნდა, რომ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში მოიხმარა თითქმის 1 ტონა საწვავი. ჩემთვის გაუგებარია, სად უნდა დახარჯოს ქუთაისის მერმა ამ რაოდენობის საწვავი, ერთ თვეში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შოთა მურღულია არამიზნობრივად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ამ საწვავის ნაწილს ის აძლევს "ქართული ოცნების" შტაბის წევრებს. ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სამარშრუტო ხაზი (წრიული) რომელიც დილის 07:00-10:00 მდე მუშაობს, ხარჯავს იგივე რაოდენობის საწვავს, რასაც ქუთაისის მერის ავტომობილი. აქედან გამომდინარე, მიჩნდება ეჭვი, რომ შოთა მურღულია, არასაუშაო საათებში, საკუთარ ავტომობილს ამუშვებს იგივე სამარშრუტო ხაზზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ერთმა ავტომობილმა, ქუთაისში, ყოველდღიურად გაიაროს 400 კილომეტრი და დახარჯოს ამ რაოდენობის საწვავი", – განაცხადა გიორგი მარდალეიშვილმა.

"ახალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის  წარმომადგენელმა, ასევე გაასაჯაროვა ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოადგილეების საწვავის ხარჯი. მისი თქმით, მერის ორმა მოადგილემ 6 თვეში, ექვს ტონამდე საწვავი მოიხმარა.

გიორგი მარდალეიშვილი მიმართავს შესაბამის ორგანოებს და ფაქტის შესწავლას მოითხოვს. მისივე თქმით, საინტერესოა, ქუთაისის მერის ახლადშეძენილ ავტომობილს, აქვს თუ არა საერთოდ გავლილი შაბამისი კილომეტრაჟი.

Comments
Loading...