გიორგი კვირიკაშვილმა დიმიტრი ქუმსიშვილსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა

383

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან სამთავრობო მოლაპარაკების შედეგი დადებითად შეაფასა და პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ბატონო დიმიტრი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. უმნიშვნელოვანესი მუშაობა დასრულდა. სავალუტო ფონდმა გახსნა ახალი პროგრამა საქართველოსთვის", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ფონდთან ახალი პროგრამის დაწყება ნიშნავს არა მხოლოდ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას, არამედ "მწვანე შუქსაც" ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების მიმართულებით.

Comments
Loading...