გიორგი კეპულაძე: საპენსიო ტენდერის დაშლით მხოლოდ პოლიტიკოსები მოიგებენ, თუმცა პენსიონერები დაზარალდებიან

საპენსიო ტენდერის დაშლის პროცესზე წინასაარჩევნო პოპულიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს, რადგან შეიძლება დაზარალდნენ პენსიონერები- ამის შესახებ ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე აცხადებს.

6

 

იგი აღნიშნავს, რომ  “წლების განმავლობაში “ლიბერთი” იყო ერთადერთი ბანკი, რომელიც აკმაყოფილებდა სახელმწიფოს მიერ წაყენებულ პირობებს, რომ ყველა პენსიონერმა შეუფერხებლად მიიღოს კუთვნილი პენსია.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის ორი უფრო დიდი კომერციული ბანკი, მათ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა – ფილიალები და სპეციალური სერვისცენტრები, რომ ყველა პენსიონერს მოემსახურონ. კერძოდ, მათ, ვისაც არ შეუძლია რაიონულ ცენტრში არსებულ ფილიალებში ჩასვლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილზე მიუტანოს პენსია. დაახლოებით, 200,000-მდე პენსიონერი, ანუ თითქმის ერთი მეოთხედი ჯამურად პენსიონერებისა, ცხოვრობს ისეთ სოფლებში, სადაც არც ერთი ბანკის ფილიალი და ბანკომატი არ არის. ამ ადამიანების საპენსიო უზრუნველყოფას დამატებითი ხარჯები სჭირდება, კომერციული ბანკის მხრიდან“,- განმარტავს  “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი.

 

გიორგი კეპულაძის თქმით, საპენსიო ტენდერის დაშლის საკითხით პოლიტიკოსების დაინტერესება  უფრო პოპულისტური თემაა და თუ მთავრობა წინასაარჩევნოდ ეცდება, რომ ეს პოლიტიკური თემა გადაწყვიტოს, ისე, როგორც მისთვის პოლიტიკურად იქნება მომგებიანი, ამით ალბათ მხოლოდ პოლიტიკოსები მოიგებენ, თუმცა პენსიონერები შეიძლება დაზარალდნენ.

 

„მე მესმის საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, მაგრამ უკვე არის საუბარი იმაზე, რომ მაშინ საერთოდ გააუქმებს ბანკი პროდუქტს, არადა, შეიძლება, ძალიან ბევრი პენსიონერი სარგებლობდა ამ სერვისით. შეიძლება მაღალი საპროცენტო განაკვეთია და არაა მარტივი მომსახურება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პენსიონერებს, ზოგადად, სხვა ბანკები სესხებს საკმაოდ რთულად აძლევენ,” – აცხადებს კეპულაძე.

Comments
Loading...