გიორგი ვაშაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენს ინიციატივას გაითვალისწინებს

386

"პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს" წევრები, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ. პარტიის ლიდერებმა, უწყებისთვის შეთავაზებულ ინიციატივებზე მოისმინეს პასუხი.

"ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებს. ეს არის გამარჯვება. ოჯახის წევრის გარდაცვალება, არ შეიძლება გახდეს სოციალურო შემწეობის შეჩერების მიზეზი. ჩვენ ერთი კვირის წინ ვიმყოფებოდით სამინისტროში შეხვედრაზე, სადაც გავაცანით უწყების მაღალი თანამდებობის პირებს, ჩვენი შენიშვნები და ხედვები,  კანონპროექტთან დაკავშირებით. წარვუდგინეთ პრობლემის გადაჭრის ჩვენეული ხედვა.

დღეს კი მივიღეთ პირობა, რომ ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და ამ  თემაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული ხარვეზის გაუმჯობესებაზე  იმუშავებს.", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments
Loading...