გიორგი ვაშაძე: შეიქმნება საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც უკრაინაში ბიუროკრატიის შემცირებაზე იმუშავებს

516

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ,”ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” დამფუძნებელი შეხვედრებს უკრაინაში განაგრძობს. გიორგი ვაშაძემ, რეგიონული განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე, ლევ ფარცხალაძესთან და GIZ Mathias Brandt-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და განვითარების ფონდი ავრცელებს.

ისაუბრეს უკრაინის დებიუროკრატიზაციის აუცილებლობაზე და იმ რეფორმებზე, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გატარდეს. გერმანული კომპანია, განვითარებად ქვეყნებში კონსულტაციებს უწევს სხვა და სხვა მწარმოებლებს, ორგანიზაციებსა თუ მყიდველებს ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში, იკვლევს ბაზარს და აწვდის მოსალოდნელ პროგნოზებს. “კომპანია GIZ Mathias Brandt”-ის წარმომადგენლებმა, საქართველოში, სამშენებლო ბიზნესის მიმართულებით არაერთი საინტერესო ცვლილება დანერგეს.

“ვისაუბრეთ, საერთაშორისო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც უკრაინის ქალაქგეგმარების საკითხებზე იმუშავებს. ბიუროკრატია და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ჯერ კიდევ მწვავედ დგას უკრაინაში. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული ნორმების რეგულაცია, დამუშავება და შეცვლა. სისტემა უნდა გახდეს ბევრად მარტივი, მოქნილი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული. ავიღოთ მაგალითისთვის გერმანია, თუ უკრაინაში იდენტური კანონი მთელ წიგნს იკავებს, გერმანიაში ამისთვის 20 ფურცელიც კი არაა საჭირო. ბიუროკრატია უნდა დავიყვანოთ მინიმუმანდე, სწორედ ამიტომ ჩვენ რეფორმების ახალ ტალღას ვიწყებთ”, – განაცხადა ვაშაძემ

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” დამფუძნებლის განცხადებით, აუცილებელია შეიქმნას სპეციალური საგანმანათლებლო კურსები, აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ ახალი ტექნოლოგიების უმოკლეს ვადებში ათვისებას და მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც მათ შემდგომ საქმიანობას გაამარტივებს.

Comments
Loading...