გიორგი ვაშაძე: ქრისტიანობა ჩვენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე რელიგია ან იდეოლოგია

351

"პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს" ლიდერი, დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პარტიის ოფისში  გამარულ შეხვეხრაზე ისაუბრეს, ახალგაზრდების როლზე სახელმწიფოს განვითარებაში. დიდი ინტერესი გამოიწვია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხმა.

"ქრისტიანობა ჩვენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე რელიგია ან იდეოლოგია. გამოცდილებამ ცხადყო, ფუჭია ნებისმიერი ქადაგება ან რიტუალი, ადამიანთა ზრუნვის და მათი სატკივარის გაზიარების გარეშე. ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკაში დავნერგოთ, ახალი სტანდარტი. ჩვენი პრინციპია: პრობლემის აღმოჩენა, გადაწყვეტის შემუშვება და საქმის ბოლომდე მიყვანა.  ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ პრობლემებზე, არამედ მოსახლეობას ვთავაზობთ მადი გადაწყვეტის გზას. დღვანდელ შეხვედრაზე, ახალგაზრდებს ჩვენს ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც განსაკუთრებულად ნიჭიერი თაობა მოდის. სწორედ ამ ახალგაზრდებს უნდა ვანდოთ ქვეყნის მომავალი", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტიის ლიდერის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. გიორგი ვაშაძემ, ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ კითხვებს უპასუხა. მისივე თქმით, ახალგაზრდებთან და სხვა ჯგუფებთან შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი ექნება.

Comments
Loading...