გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნების” პრობლემა იმაშია, რომ იდეურად განსხვავებული მიდგომა გვაქვს

292

ეს განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა "ტვ- პირველის" ეთერში გააკეთა, სადაც "ერთობა ახალი საქართველოს" გუნდის წევრებმა, ამომრჩეველს სრულიად ინოვაციური და განსხვავებული პროგრამა წარუდგინეს. როგორც ვაშაძემ გადაცემა "პირველებში" განაცხადა, მის გუნდს შეუძლია შექმნას წარმატების ქართული მოდელი.

"ქართული ოცნების" პრობლემა იმაშია, რომ იდეურად განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც გვინდა მუდმივად ინოვაციები, ჩვენ კოპირების გაკეთება არ შეგვიძლია. გამწვანება, სოციალური უზრუნველყოფა, ბიუროკრატიის შემცირება და უამრავი ახალი პროექტი – ყველგან ინოვაცია და განსხვავებული მიდგომა გვაქვს. გვაქვს ამბიცია, ვიყოთ წარმატებულები. და გვაქვს ზემიზანი – საქართველო იყოს ლიდერ სახელმწიფოთა შორის, თბილისი კი ლიდერ ქალაქთა შორის!

"ქართული ოცნების" მიდგომა რა არის? ქართული ოცნების მიდგომა არის ჭაობში ლპობა. ისინი ამბობენ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ და ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძია. ჩვენ გვინდა პარადიგმა შევცვალოთ და წარმატების ქართული მოდელი შევქმნათ და არა უბრალოდ ვაკოპიროთ ის რაც სხვა ქვეყნებს აქვთ", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments
Loading...