გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნება” აგონიაშია და ხმების მოსაგროვებლად ბაღის თანამშრომლებს იყენებს

301

ბაღების სააგენტოს მიერ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლო იძულების საკითხზე "ერთობა- ახალი საქართველო" განცხადებას ავრცელებს. გიორგი ვაშაძის თქმით ეს არის პირდაპირი და უტყუარი დამადასტურებელი ფაქტი თუ როგორ იყენებს ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურს. პოლიტკური პლატფორმა ცესკო-სა და პროკურატურისგან ფაქტის დაუყონებლივ შესწავლას და მასზე მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.

"საარჩევნო პერიოდში, რომელიც მიმდინარეობს დარღვევების ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ აგონიაშია და ხმების მოსაგროვებლად ბაღის თანამშრომლებს იყენებს ნაცვლად იმისა, რომ აღმზრდელები ზრუნავდნენ ბავშვების განათლებაზე და ცოდნის მიღებაზე, ისინი დაკავებულები არიან ადამიანების მობილიზებით და სიების შედგენით, რათა შიენარჩუნონ თანამდებობები.

ამაზრზენია, როცა მმართველი გუნდი ხელისუფლებაში დარჩენითვის მსგავს მეთოდებს იყენებს. მოვითხოვთ დაუყონებლივ დაიწყოს მოკვლევა როგორც საქართველოს პროკურატურამ, ასევე ცესკო-მ, რადგან ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. დაუშვებლად მიგვაჩნია საარჩვენო კამპანიაში  ადამიანების იძულებით ჩართვა. შესაბაისად მოვითხოვთ დაკავებული თანმდებობიდან განთავისუფლდეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი", – ნათქვამია "ერთობა – ახალი საქართველოს" განცხადებაში.

Comments
Loading...