გიორგი ვაშაძე: უნდა აიკრაძლოს აზბესტის ხუნდების იმპორტი

318

"გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო" გამოდის ინიციატივით, აიკრძალოს აზბესტის შემცველობის ხუნდები. პარტიის წევრების განცხადებით, უახლოეს მომავალში ისინი მომზადებულ პროექტს წარადგენენ გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებში. პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პროექტ "ახალი თბილისის" ფარგლებში, "ახალი საქართველოს" წევრებმა, შეიმუშვეს რამდენიმე მ ნიშვნელოვანი ინიციატივა, თბილისში არსებული მძიმე ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად.

"ბოლო დროს ჩატარებული კვლევებით, მსოფლიო რეიტინგიში, თბილისი არის პირველ ადგილზე, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით. სიმსივნით გამოწვეული გარდაცვალების რიცხვიანობა დედაქალაქში ყოველწლიურად მატულობს. ამავე კვლევის მონაცემებით, 2015 წლისთვის სიმსივნით გარდაცვლილთა რიცხვმა თბილისში 800-ს გადააჭარბა, ხოლო სასუნთქი გზებით გამოწვეული დაავადებების გამო, გარდაცვლილთა რაოდენობამ 300-ზე მეტი შეადგინა. მიგვაჩნია, რომ მონაცემები, რომელიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, არის საგანგაშო და ის ყოვედღიურად მატულობს. არის უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ უმკლავდებიან მსგავს პრობლემებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ჩვენ გვაქვს დამუშავებული ინიციატივები, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში, წარვუდგენთ ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტიის ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე, აზბესტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე ისაუბრა, "გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს" წევრმა, გიორგი კუპატაძემაც.

"თბილისში, ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ავტომობილების სამუხრუჭე ხუნდები, რომელიც შეიცავს აზბესტს. აზბესტი მსოფლლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში აკრძაულია, საქართველოში კი ავტომობილების 80 პროცენტს, აზბესტის შემცველობის სამუხრუჭე ხუნდები უყენია. მიმაჩნია, რომ სავალდებულოა, დროულად განხორციელდეს ცვლილება, სახელმწიფომ აკრძალოს აზბესტის შემცველი ხუნდების იმპორტი საქართველოში და ჩაანაცვლო ის, უსაფრთხო  პროდუქციით. ჩავატარეთ კვლევა და მოვიძიეთ ფასები, თუ რამდენად მოახდენს აღნიშნული ცვლილება გავლენას ავტომობილების მფლობელების ბიუჯეტზე. განსხვავება მხოლოდ 5-10 ლარია. მიგვაჩნია, რომ ეს არის მცირედი განსხვავება და ამის გამო ადამიანები არ უნდა იწამლებოდნენ", – განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

Comments
Loading...