გიორგი ვაშაძე: სამძიმარს ვუცხადებ ბრიტანელ ხალხს

343

"გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს" წევრები, დღეს დიდი ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ. გიორგი ვაშაძემ, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და თანაგრძნობა გამოხატა მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო.

მან მომხდარს შემზარავი უწოდა და განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა, ერთიანი ძალებით უნდა მოხდეს. ვაშაძის თქმით, უნდა გადაიხედოს ის მეთოდები, რითაც ტერორიზმთან ბრძოლა ხდება, საქართველომ კი ამ პროცესში, აქტიური როლი უნდა შეასრულოს.

Comments
Loading...