გიორგი ვაშაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს

368

გიორგი ვაშაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს.

"საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღავნელობით, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას  დელეგაცია, რომელშიც, ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში შესაძლოა შევიდნენ ოპოზიციის წევრები. რომლებიც  ევროპის შესაბამის სტრუქტურებში გამართავენ შეხვედრებს.  ამ მისიის მიზანი უნდა იყოს, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰელბერტ ზალბერის თანამდებობიდან გაწვევა. 

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ადამიანის, რომელიც ამზადებს ევროპის პოზიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოტიებთან მიმართებაში. მისი  ფუნქციაა დეტალურად იცნობდეს ოკუპურებულ ტერიტორეიბზე არსებულ ვითარებას, ობიექტურად აფასებდეს მოვლენებს და აყალიბებდეს ევროპის პოზიციას ამ საკითხებთან მიმართებაში", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments
Loading...