გიორგი ვაშაძე: რამდენიმე სასადილოში, ჩვენს მონიტორებს დაემუქრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

321

"პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს" წევრებმა, დღეს უფასო სასადილოების მასშტაბური შემოწმების ღონისძიება განახორციელეს.  პარტიის სოციალური სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორები, ერთდროულად 20 უფასო სასადილოში იმყოფებოდნენ და მონიტორინგს ახორციელებდნენ.

"ჩვენი მონიტორები, დღეს თბილისის მასშტაბით, ერთდროულად 20-მდე უფასო სასადილოში იმყოფებოდნენ. რამდენიმე ადგილას მოხდა ინციდენტი. ჩვენს წარმომადგენლებს ტერიტორიაზე არ უშვებდნენ, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ და ტერიტორიის დატოვებს სთხოვდნენ. არ აძლევდნენ ბენეფიციარებთან გასაუბრების საშუალებას.  მთელი დღის განმავლობაში ჩართული გვქონდა ლაივი ფეისბუქის საშუალებით, სადაც ყველაფერი თვალნათლივ სჩანს.  სიტუაციის დასარეგულირებლად, საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება. ჩვენ პერიდულად ვაწარმოებთ უფასო სასადილოების მონიტორინგს. "ახალი საქართველოს"  მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე,  პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. არ მოვეშვებით და ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღესვე, "ახალი საქართველოს" ლიდერმა, ამ თემასთან დაკავშირებით, თბილისის მერიასთან ბრიფინგი გამართა. გიორგი ვაშაძემ, დავით ნარმანიას მიმართა და მოითხოვა:

1. დაუყოვნებლივ, დადგინდეს ახალი რეალური ტარიფი თითოეული ბენეფიციარის ხარიხსიანი კვებისათვის.

2. დაუყოვნებლივ შემცირდეს ბენეფიციართა რაოდენობა და დადგინდეს რეალური ციფრი რაც ჩვენი გათვლებით შეადგნეს მაქსიმუმ 20 000 ბენეფიციარს.

3. დაუყოვნებლივ, ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი, რეალური ტარიფით და ბენეფიციართა რეალური რაოდენობით.

Comments
Loading...