გიორგი ვაშაძე პოლონეთში შეხვედრებს მართავს

380

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ოფიციალურ შეხვედრებს პოლონეთში მართავს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა, თანამდეროვე ტექნოლოგიების სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან. 

მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მინისტრის მოადგილემ, შეხვედრაზე მოისმინა ის პროექტები, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ექსპერტებს აქვთ განხორციელებული.

"საინტერესო შეხვედრა გვქონდა მინისტრის მოადგილესთან. ერთმანეთს გამოცდილება გავუზიარეთ, გავაცანით ის პროექტები, რომელიც განხორციელებული გვაქვს, ვისაუბრეთ მიმდინარე რეფორმებზეც. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, "ინოვაციებისა და განვითარების ფონდს" ბევრი საინტერესო პროექტი აქვს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია პოლონურ მხარეს შევთავაზოთ. აღნიშნული სამინისტროს ამოცანაა დანერგოს და მოსახლეობას შესთავაზოს უსაფრთხო ელექტრონული მომსახურება, ასევე ხელი შეუწყოს ვებ და ციფრული სისტემის მოსახლეობაში ფართო ინტეგრაციას. ეს არის მიმართულებები, რომელზეც "IDF"-ს არაერთი რეფორმა აქვს ჩატარებული სხვადასხვა ქვეყანაში. ვფიქრობ, სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება", – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, პოლონეთი არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, რომელიც რთულ ვითარებაში ყოველთვის  გევრდით ედგა ჩვენს ქვეყანას.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრამდე, გიორგი ვაშაძემ ვარშავაში, ლაზარსკის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა ლექცია ახალი თაობის რეფორმების შესახებ. როგორ მოხდეს კორუფციის დამარცხება, ბიუროკრატიის შემცირება, მმართველობის თანამედროვე მოდელის დანერგვა, ის რეფორმები და მათი განხორციელების გზები, რომელიც სისტემას ღიასა და მოქნილს გახდის, როგორ გახდეს ქვეყანა მიმზიდველი ბიზნეს ინვესტორებისთვის.  ვაშაძემ ასევე ისაუბრა იუსტიციის სახლების რეფორმაზე. წარმოდგენილი იყო ფოტო-ვიდეო მასალა საქართველოს იუსტიციის სახლების. ასევე კიევის იუსიციის სახლის, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" პროექტით, 2016 წელს გაიხსნა.

Comments
Loading...