გიორგი ვაშაძე ნიუ-იორკში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

393

"გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს" ლიდერი, ხვალ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება. ღონისძიებას, რომელიც ნიუ -იორკში  გაიმართება, დაესწრებიან დელეგატები მთელი მსოფლიოდან, წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები ასევე, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.  საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციაზე, გიორგი ვაშაძე სიტყვით გამოვა და წაიკითხავს მოხსენებას ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვასა და ელექტრონული მმართველობის შესახებ. ისაუბრებს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან განვითარებადი ქვეყნები და როგორია ტექნოლოგიების როლი, ქალაქების ტრანსფორმაციის საკითხში.  

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებელი, დამსწრე საზოგადოებას, გაუზიარებს საკუთარ ხედვებსა და გამოცდილებას, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ისაუბრებს, თბილისსა და რეგიონში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების შეფასებით,  ბლოკჩეინ ტექნოლოგია არის ტექნოლოგოური გადაწყვეტა, რომელიც მოახდენს სრულიად რევოლუციურ გარდაქმნას მსოფლიოს მასშტაბით.

შეგახსენებთ, "ინოვაციებისა და განვითარების ფონდი" მსფოლიო რეიტინგის მასშტაბით, შედის იმ სამ კომპანიას შორის, რომელსაც აქვს მსგავსი ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება საჯარო სექტორში. ამ დროისთვის, ფონდი პარალელურ რეჟიმში ათ სხვადასხვა პროექტზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება.

Comments
Loading...