გიორგი ვაშაძე: კორუმპირებულო ჩინოვნიკებო, გეშინოდეთ

365

"ახალმა საქართველომ" დღეს ანტიკორუფციული ბიუროს დაფუძნების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ბიუროს მთავარი მიზანი, კორუფციული ფაქტების გამოვლენა და მისი დამარცხებაა.

"ბოლოს 3 წლის განმავლობაში, "ახალი საქართველოს" გუნდის მიერ ჩატარებულია 119 კვლევა. შედეგად, აღმოჩენილ კორუფციულ ფაქტებზე დაკავებულია 11 თანამდებობის პირი, ათობით საჯარო მოხელეს კი უფლებამოსილება შეუჩერდა. ჩვენ დღეს დავაფუძნეთ ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ხელმძღვანელიც იქნება ლევან ხაბეიშვილი. მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით.თითოეულ საქმეს, რომელზეც ჩვენ კვლევას ჩავატარებთ, მივყვებით ბოლომდე. ჩვენი გუნდის კვლევების შედეგად, არაერთი ფაქტია უკვე გამოლენილო. ვამხელთ ყველა კორუმპირებილ ჩინოვნიკს. ვაცხადებთ კონკურსს ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთბის. ჩვენი კარი ყელასთვის ღიაა. ასე, რომ მივმართავ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს –  გეშინოდეთ" განაცხადა გიორგი ვაშაშემ.

დღევანდელ ღონისძიებაზე, პოლიტიკური პლატფორმის წევრებმა, სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიებზე ისაუბრეს. განიხილეს ის საქმეები, რომელიც 3 წლიანი მუშაობის პერიოდში, მათი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

"ჩვენმა გუნდმა გამოავლინა არაერთი კორუფციული სქემა, ვამხილეთ არაერთოი ჩინოვნიკი, ხმამაღლა ვისაუბრეთ უკანონოდ  ჩატარებულ ტენდერებზე. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩვენს ანგარიშზე არის უამრავი ასეთი საქმე. ნაწილ მათგანზე, გამოძიება უკვე დასრულებულია. ნაწილი ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა საგულისხოა, რომ ხშირ შემთხვევაში გამოძიების პროცესი არის არაეფექტური. ჩვენ დღეს დავაფუძნეთ ანტოკორუფციული ბიურო. ყველა ჩინოვნიკი და თითოეული კორუფციული საქმე იქნებ გასაჯაროვებული. ჩინოვნიკი, რომელიც იმყოფება კორუფციული სქემის სათავეში, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი", – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

Comments
Loading...