გიორგი ვაშაძე, თბილისის მერობს კანდიდატის კომენტარს ეხმაურება

314

"პოლიტიკური პლაფორმა-ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, თბილისის მერობს კანდიდატის მიერ, ფეისბუქის საშუალების გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

"აქამდეც არაერთხელ მინახავს, ჩვენი დამუშავებული პროექტები სხვადასხვა პარტიებისა თუ კანდიდატების გამოსვლებში. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული საკითხი, რომელსაც ჩემი გუნდი წამოჭრის და ვსაუბრობთ, არის ფუნდამენტურად შესწავლილი და დამუშავებული.

თქვენი (კალაძე) ფბ ვიდეოდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ არ იცნობთ თემას და საუბრობთ ზედაპირულად. სავარაუდოთ სწორედ ამან გამოიწვია  ახალი საქართველოს გუნდის წევრების  გულისწყრომა.

ხრუშოვკების ჩანაცვლების თემაზე ვმუშაობთ დიდი ხანია.  ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, შევხვდი ძალიან ბევრ სპეციალისტს, მშენებლებს, სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს, ევროპის რამდენიმე ქალაქის მერს, გავიარე მათთან კონსულტაციები, რის შემდეგაც შევიმუშვეთ ამ პრობლემის გადაჭრის კომპლექსური პროგრამა.

ის რომ თემას არ იცნობთ ჩანს მაგალითად განცხადებაში რომ ეს არის  საბჭოთა იდეოლოგიის  გადმონაშთი, რაც საერთოდ ვერ მივხვდი რა შუაშია. საბჭოთა იდეოლოგია ტვინიდან არის წასაშლელი თორე ამ ლოგიკით ე.წ. ჩეხური, ლვოვის, მითუმეტეს სტალინის თუ მოსკოვის პროექტებით აშენებული კორპუსებიც უნდა დავანგრიოთ.

მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას, არ სჭირდება წინასაარჩეენო პერიოდი, ამისათვის არ არის საჭირო საარჩევნო კამპანია.

აქედან გამომდინარე გთავაზოთ: ჩვენ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე წარვადგენთ ამ პროექტს და თქვენი უმრავლესობის დახმარებით, რომელიც ჯერჯერობით გყავთ თბილისის საკრებულოში:):) დავამტკიცოთ "ხრუშოვკების" განახლების გეგმა. ციფრებზე და კონკრეტულ გეგმაზე არ იწვალოთ ყველაფერს მოგაწვდით, ამიტომ იმედია არ დაიხევთ უკან, მიიღებთ გამოწვევას და სექტემბრიდან დავიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას", – ნათქვამია ფბ კომენტარში.

Comments
Loading...