გიორგი ვაშაძე: ვიწყებთ დიდი გაერთიანების პროცესს

338
"პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს" ოფისში დღეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
 
"დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ვიწყებთ საჯარო კონსულტაციებს ხელისუფლების შესაცვლელად. რამდენიმე დღის წინ, გავაკეთე განცხადება, სადაც მოვუწოდე პროდასავლური ორიენტაციის მქონე ყველა პარტიასა თუ ლიდერს გაერიანებისკენ. ვქმნით ღია საზოგადოებრივ პლატფორმას, რომლის ირგვლივაც  გაერთიანდებიან არა მხოლოდ პარტიები ან ცალკეული ლიდერები, არამედ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები. ეს არის კონსულტაციების პირველი ეტაპი. გამოხმაურება და ინტერესი საკმაოდ დიდია.  რა თქმა უნდა პროცესი გაგრძელდება. შევხვდები ყველა დაინტერესებულ პირს. უნდა გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების გარშემო. ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გამოსავალი გაერთიანებაა", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
"ახალი საქართველოს" ოფისში, დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა მამუკა გამყრელიძე, პოლიტიკური გაერთიანება"სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურა ხარატიშვილი, "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი, პაატა დავითაია, მოძრაობა "ახალი ერთობა საქართველოსთვის" ლიდერი, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ასევე საზოგადოების წევრები და "ახალი საქართველოს" სათათბიროს წარმომადგენლები.
Comments
Loading...