გიორგი ვაშაძე ევროპის ქალაქის მერებს ხვდება

403

"სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს"ლიდერი, პოლიტიკურ ტურნეს მართავს. ტურნეს ფარგლებში, გიორგი ვაშაძე პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც კრაკოვის მერსა და სილესიას მარშალს შეხვდა.

"შევხვდით კრაკოვის მერსა და სილესიას გუბერნატორს. ვისაუბრეთ ქალაქებისა და ტურიზმის განვითარების, ასევე სამუშაო ადგილების შესახებ. განვიხილეთ მოქალაქეთა ჩართულობა თითოეული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პოლონელ მეგობრებს გავაცანით საქართველოში განხორციელებული რეფორმები და მათგან მოვისმინეთ ხედვები და ის გამოცდილება, რაც მათ რეფორმების მიმართულებით გააჩნიათ. მომდევნო დღეებში, პოლონეთში, შეხვედრებს გავმართავთ სხვა ქალაქის მერებთანაც."-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრაზე, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის  გეგმებზეც ისაუბრეს. 

პოლიტიკური ტურნეს ფარგლებში, გიორგი ვაშაძე რამდენიმე ქვეყნის მერს, ვიცე-მერს, გუბერნატორს და სხვა მაღალი თანამდებობის პირს შეხვდება. სექტემბრის ბოლომდე დაგეგმილია შეხვედრები ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქალაქების მერებთან.

Comments
Loading...