გიორგი ვაშაძე ევროპის ქალაქების მერებთან შეხვედრებს განაგრძობს

329

ოპოზიციური პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი, პოლიტიკურ ტურნეს განაგრძობს. გიორგი ვაშაძე, ამჯერად  ხუჟოვისა და კატოვიცას მერებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა, ქალაქების განვითარება და გამოცდილების გაზიარება იყო.

"შევხვდით ხუჟოვისა და კატოვიცას მერებს და ვიცე-მერებს. უმუშევრობა ამ ქალაქში 2.5 პროცენტია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ავიღოთ მაგალითი მსგავსი ქვეყნებისგან. საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. 

შეხვედრებისას ქალაქების პირველი პირებისგან, მოვისმინეთ ინფორმაცია, მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. გავაცანით საქართველოში გატარებული წარმატებული პროექტებიც. ინვესტიციების მოზიდვა, ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალური ტრანსპორტი, ეკოლოგიური პრობლემები და სამუშაო  ადგილების შექმნა – ამ საკითხებზე ,  ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს. სწორედ ამიტომ საინტერესოა გავიზიაროთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს"ლიდერი, პოლიტიკური ტურნეს ფარგლებში რამდენიმე დღის წინ შეხვდა, კრაკოვისა მერსა და სილისიას მარშალს. სექტემბრის ბოლომდე დაგეგმილია შეხვედრები ევროპისა და ამერიკის სხვა დიდი ქალაქების მერებთანაც.

Comments
Loading...