გიორგი ვაშაძე: დროა გადავიდეთ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებზე

333

"პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს" ლიდერმა, დღეს ინტერპატრიული ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთის კომენტარი გააკეთა.

"დროა გადავიდეთ კონკრეტულ ქმედით  ნაბიჯებზე. იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ თავზე გადაგვახია კონსტიტუცია. ამის საპასუხოდ არსეობს ორი ალტერნატივა, ან ვწუწუნებთ და ვეგუებით არსებულ რეალობას ან რეალურ ქმედით ნაბიჯებზე  გადავდივართ.

ძალიან კარგია ბუკიკიოს განცხადება, თუმცა ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ განცხადების ამარა და ველოდით როდის გადაარჩენს ბუკიკიო საქართველოს.

საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, კიდევ ერთი მაგალითია, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქართველი ერი. არ უნდა მივცეთ პულტების გამოყენების საშუალება  დეპუტატებს პარლამენტში იმისთვის, რომ საბოლოო რედაქციას ამ კანონპროექტისა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავზე  მოირგო დაუჭირონ მხარი.

არაძალადობრივი მექანიზმებით უნდა ვაიძულოთ "ქართული ოცნება" წავიდეს კომპრომისებზე და მიიღოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც რეალურად სჭირდება ხალხს" -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერმა კომენტარი გააკეთა,  გავრცელებულ ინფორმაციაზე,  მერობის კანდიდატების საკრებულოს სიაში ჩასმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ამ ფაქტს ასაღებს კომპრომისად

და ამას არანაირი კავშირი არ აქვს საკონსტიტუციო ცლილებეთან. ვაშაძე განმარტავს, რომ ახლა მოდის თვითმმართველობის არჩევნები და "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა რომ ყურადღება გადაეტანათ საკონსტიტუცო ცვლილებეზე. ვაშაძის თქმით, სამწუხაროდ თვითმმართველობის არჩევნები იმ კატასტროფული მოდელით ჩატარდება რომელიც აქამდე იყო.

Comments
Loading...