გიორგი ვაშაძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

326

"ინოვაციებისა და განვითარების ფოდის" (IDF) დამფუძნებელი, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ვაშაძე სხვადასხვა ჯგუფებთან გამართავს შეხვედრებს.

როგორც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, გიორგი ვაშაძე, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხება, მათ შორის იქნება, IDF-ის მიერ შემუშვებული კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს რეფორმის შესახებ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები.

"მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ. მათ შორის, ანტიკორუფციული სასამართლოს რეფორმის კანონპროექტი, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა" უკრაინაში შეიმუშავა.

აღნიშნული ინიციატივაზე, ფონდის უკრაიელ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშობდით. სრულიად გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. 2017 წლის დეკემბერში, კანონპროექტი ხელმოსაწერად წარედინა უკრაინის პრეზიდენტს და განსახილველად გადაგზავნილია რადაში. კანონპროექტის გარშემო არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სამიტზე გაიმართება რამდენიმე შეხვედრა და მოხდება ამ ინიციატივის განხილვა, როგორც განსხვავებული პრაქტიკის ჩვენს რეგიონში.

პროექტის მიმართ დიდი ინტერესს, მისი უპრეცენდენტობა განაპირობებს. კანონპროეტის უნიკალურობაა, მოსამართლეების შერჩევაში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა. სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, ვიმსჯელებთ და განვიხილავთ აღნიშნული რეფორმის უპირატესობასა და მისი გატარების აუცილებლობას. მეორე, და ასევე ძალიან მნიშველოვანი საკითხი, რაზეც ყურადღებას გავამახვილებ, არის სახელმწიფო მართვის ახალი თაობის მოდელი და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments
Loading...