გიორგი ვაშაძე, გამგეობაში ადგილობრივ მოსახლეიბასთან და პარტიის წევრებთან ერთად იმყოფებოდა

249

ხმაური იყო დღეს გლანდის რაიონის გამგეობაში, სადაც "გიორგი ვაშაძე-ერთობა ახლი საქართველოს" მერობის კანდიდატი გამგებელთან შეხვედრას ითხოვდა. გიორგი ვაშაძე, გამგეობაში ადგილობრივ მოსახლეიბასთან და პარტიის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

"გლანდში თეთრი ტბის დასახლებაში  მოსახელობას უამრავი პრობლემა აწუხებს: არ არის კანაზლიზაცია, არ არის წყლი, ელექტრო ენერგიის და გაზიფიცირების პრობლემა. ჩვენ ორი თვის განმავლობაში არა ერთი წერილი მივწერეთ გამგებელს, მათგან კი ზოგად პასუხებს ვიღებთ. გამგეობა არის უფუნქციო ბიუროკრატიული ორგანო, რომელიც უნდა გაუქმდეს. დიმიტრი ორმოცაძის მსგავის გამგებელი არ უნდა მუშაობდეს საჯარო სამსახურში. რაც უფრო მეტი ბიუროკრატია პრემიებით და დანამატებით გასუქებული,  მით უფრო მეტი პრობლემაა ქალაქში", – განაცხადა ვაშაძემ.

მერობის კანდიდატის მოთხოვნის საპასუხოდ, გამგეობის თანამშრომელმა განაცხადა, რომ გამგებელი დაკავებული იყო და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას ვერ მოახერხებდა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს უწყებას რეაგირებისთვის, თუმცა მათ მოთხოვნას ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

Comments
Loading...