“გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს” წევრებმა, თბილისში არსებულ ავტოფარეხების პრობლემაზე ისაუბრეს

353

თბილისის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, "გიორგი ვაშაძე- ახალი საქართველოს" წევრებმა, თბილისში არსებულ ავტოფარეხების პრობლემაზე ისაუბრეს. პარტიის წევრებმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, წარმოადგინეს ე.წ "გარაჟების" დემონტაჟის გეგმა. ისაუბრეს ასევე,  მოსახლეობისთვის ალტერნატიული საპარკინგე სივრცეების შეთავაზების საკიტხზე. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი, აუცილებელია შეიქმნას ვერტიკალური საპარკინგე სისტემა.

"აღნიშნული კონცეფცია, აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და საშუალებას იძლევა ერთდროულად რამდენიმე ათეული მანქანის პარკირების. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მოსახლეობა აუცილებლად დაკმაყოფილდება ალტერნატიული საპარკინგე სივრცეებით. გაჩნდება შესაძლებლობა, აშენდეს  საბავშვო სკვერები და მოედნები, გამოიყოფა ტერიტორია გამწვანებისთვისაც. ეს არის პრობლემა, რომელიც მასიურად აწუხებს ადამიანებს. რეალურად, დღეს არსებულ ავტოფარეხებში, მანქანებს აღარავინ აყენებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გადავჭრათ ეს საკითხი" – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, პარტიის წევრებმა, აღნიშნული ინიციატივის შესახებ, დეტალურად ისაუბრეს. წარმოდგენილი იყო ფოტო-მასალაც.

Comments
Loading...