“გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს” წევრები ე.წ. ხრუშოვკების ახალი საცხოვრისებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოდიან

356

"გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს“ წევრები ე. წ. ხრუშოვკის ტიპის საცხოვრებელი კორპუსების ახალი საცხოვრისებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოდიან. პრეზენტაცია ამ თმაზე, პარტიის წევრებმა დღეს უიოსებიძის ქუჩაზე გამართეს. მათი განცხადებით, თბილისში  600- ზე მეტი კორპუსია, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა, დაახლოებით 10 წლის წინ გაუვიდა. მათივე თქმით ამ კორპუსების უმეტესობა არის ავარიულ მდგომარეობაში და საფრთხეს წარმოადგენს მაცხოვრებლებისთვის.

"გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს" წევრებს მიაჩნიათ, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკების პარალელურად, აუცილებელია კერძო ინვესტორების დაინტერესება. რის შემდგომაც ძველი კორპუსები ჩანაცვლდება ახლით. ოპოზიციურ პარტიაში თვლიან, რომ დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნული ინიციატივა მარტივად განსახორციელებელია. 

ახალი შენობების აშენების შემთხვევაში, სრულიად გამოიცვლება საკანალიზაციო და წყალგამყვანი სისტემა, მოსახლეობა მიიღებს 30 პროცენტით მეტ ფართს, მოეწყობა სარეკრეაციო ზონები, აშენდება საბავშვო მოედნები და სკვერები და დამონტაჟდება პარკირების თანამედრო სისტემა.

Comments
Loading...