გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

152

"ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ შეიქმნა, არის უპრეცენდენტო მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩემს მშობლიურ საქართველოშიც შევძლებთ მის მიღებას“ – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი ვაშაძემ, უკრაინის რადაში  სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს. ვაშაძის კანონპროექტი, ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ, რამდენიმე თვეში უნდა ამოქმედდეს, მანამდე კი ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

"ეს არის პირველი პრეცენდენტი მსოფლიოში –  უკრაინაში, შეიქმნება პირველი ანტიკორუფცული სასამართლო და ეს იქნება კორუფციასთან ბრძოლის რეალური ინსტიტუცია. კანონპროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა.

უმეტესობა  თანხმდება, რომ ეს არის პროექტი, რომლის არსებობაც საჭიროა. პროექტი 2019 წლის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს, მუშაობა უკვე დასკვნით ფაზაშია, ვათანხმებთ ბოლო დეტალებს. ბოლო კვირის განმავლობაში გავმართეთ შეხვედრები კომიტეტში, დეპუტატებთან, საელჩოებში, ფრაქციებთან, თვითონ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა და რადამ საბოლოოდ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი.

სასიამოვნოა, რომ არის სრული მზაობა  კანონპროექტის მიმართ და სანდოობა  არის მაქსიმალურად მაღალი. მივედით იმ ფორმულირებამდე, რომ პროექტი არ ყოფილიყო წინააღმდეგობაში უკრაინულ კონსტიტუციასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა სრულიად რეგიონში.  დამოუკიდებელი მოსამართლეების არჩევა, საქართველოში ნომერ პირველი პრობლემაა. ამ მოდელის უკრაინაში ამუშავების შემდეგ, იმედი მაქვს მას საქართველოშიც დავნერგავთ.  ჩვენი გუნდის შეთავაზება იყო, რომ მოსამართლეების შერჩევაში ვერ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკასთანდ დაკავშირებულმა ადამიანება და პროკურორებმა. სასამართლო იქნება ფინანსურად დამოუკიდებელი და ექნება ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ დაამარცხოს კორუფცია. რაც ყველაზე მთავარია, უცხოურ მოსამართლეებს ექნებათ ვეტოს გამოყენების უფლება", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" პრესსამსახურში განაცხადეს,  პროექტი მომდევნო წლის დასაწყისში უნდა ამუშავდეს. მათი თქმით, გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა და რეკომენდაცია, რომელიც უცხოურ მხარეს გააჩნდა. რაც შეეხება საქმეებს, რომელსაც სასამართლო განიხილავს, როგორც ფონდში განმარტავენ,  აქ იქნება მსხვილი კორუფციული საქმეები დაკავშირებული პოლიტიკასთან ან პოლიტიკოსებთან, როგორიც შეიძლება იყოს რომელიმე მინისტრი, დეპუტატი ან თუნდაც პრემიერ-მინისტი.

შეგახსენებთ,  ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტის შექმნამდე, "ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა" უკრაინაში ჩამოაყალიბა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს.

Comments
Loading...