გიორგი ვაშაძე: ადამიანები ყოველდღე იგრძნობენ, როგორ იკლებს საცობები ქალაქში

279

აღნიშნული განცხადება იუსტიიცს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ "ტვ-პირველის" ეთერში გადაცემა "პირველებში" გააკეთა. გიორგი ვაშაძის თქმით ეს მარტივი სამენეჯმენტო საკითხია, რისი მოგვარებაც მის ახალგაზრდა, ინოვაციურ გუნდს შეუძლია

"საპასპორტოში როდესაც დავიწყე მუშაობა, ექვს თვეში ჩვენი გუნდის შესვლიდან  ადამიანი ყოველდღიურად გრძნობდა გაუმჯობესებას სერვისში და მივედით იუსტიციის სახლემდე . ჩვენი გამარჯვების შემთხვევაშიც, ზუსტად ასევე, ყველდღიურად  იგრძნობთ როგორ იკლებს საცობი, როგორ უმჯობესდება საზოგადოებრივი ტრასნპორტი და ა.შ. პრობლემა არის იმაში, რომ ქალაქში არის ქაოტური მართვა.

არსებობს პროგრამული უზრუნველყოფები და არსებობს სამენეჯმენტო სისტემა . იუსტიციის სახლი რა არის? 15 ათასი ადამიანი მიდის და ეს არის ნაკადების მართვა. წაროიდგინეთ თქვენ იუსტიცის სახლში შედიხართ არ არის მართვის სისტემები აგებული , რამხელა ქაოსი იქნებოდა, ადამიანებს საათობით მოუწევდათ იქ ყოფნა. ზუსტად იგივეა საცობი, მარტივი ნაკადების მართვის სისტემა." – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

Comments
Loading...