გიორგი ვაშაძემ სტრასბურგის მერიაში შეხვედრები გამართა

275

"პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს" ლიდერი, ევროპის ქალაქის მერებთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი ვაშაძემ, ამჯერად შეხვედრა  სტრასბურგის მერიაში გამართა და  ქალაქის განვითარებიასთან დაკავშირებით, ფრანგული მხარის გამოცდილება გაიზიარა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებით, სტრასბურგი არის ქალაქი, სადაც 10 წლის წინ ებრძოდნენ საცობების პრობლემას და მწვავედ იდგა ჰაერის დაბინძურების საკითხი. დღეს კი სტრასბურგი, არის მსოფლიოს ლიდერ ქალაქთა შორის და გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

"გამოცდილება, რომელიც არის ევროპულ ქალაქებში, ჩვენ უნდა გავიზიაროთ და ამაზე უკეთესი უნდა გავაკეთოთ. იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები, გვქონდეს სამუშაო ადგილები და ჩვენს ოჯახებს ქონდეთ შემოსავალი. ნუ ვიხედებით მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო სივრცეში, სადაც ჩვენ ვართ. ჩვენს გარშემო არის ძალიან დიდი შესაძლებლობები და შევიძლია ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ. სტრასტბურგი არის ლიდერ ქალაქთა შორის, და თბილისიც უნდა იყოს ლიდერ ქალაქთა შორის", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით,   აუცილებელია  ევროპული ქალაქების გამოცდილების გაზიარება იმისთვის, რომ თბილისი მოხვდეს ლიდერ ქალაქთა შორის.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ტურნეს ფარგლებში, გიორგი ვაშაძემ შეხვედრები უკვე გამართა  ევროპის რამდენიმე ქალაქის მერთან.

Comments
Loading...