გიორგი ვაშაძემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

455

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ დამფუძლებელმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტშიც.  სახელმწიფო მდივნის  მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯით ბრენქსთან შეხვედრისას, ისაუბრეს უკრაინასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. უკრაინულმა დელეგაციამ, რომელიც მმართველი პარტიის, პერტო პოროშენკოს ბლოკის „სოლიდარობის“ ლიდერებითაა დაკომპლექტებული წარადგინა 2 წლიანი სამოქმედო გეგმა. საუბარია რეფორმებისა და ტრანსფორმაციის  გეგმაზე, რომელიც უკრაინულ მხარეს „ინოცავიებისა და განვითარების ფონდმა“  შესთავაზა. 

“საუბარი გვქონდა სხვა და სხვა სახის აქტუალურ საკითხებსა და  რეფორმებზე, როგორიცაა საგადასახადო კანონმდელობის ლიბერალიზაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს რეფორმირება, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გასატარებელი ცვლილებები და სხვა. ვისაუბრეთ რუსლი მხარის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე“- განაცხადა გორგი ვაშაძემ

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ დამფუძნებლის განცახდებით, შეხვედრებისას მათ მიიღეს სრული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგონში მსხგავსი პარტნიორის ყოლა, რომელიც მზად არის გააღრმავოს შემდგომი თანამშრომლობა.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა“ პეტრო პოროშენკოს ბლოკთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა უკრაინისა და რეგიონის განვითარების განრიგი. საუბარია გასატარებელ რეფორმებსა და მათი იმპლემენტაციის გზებზე. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში, გიორგი ვაშაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე შტატის სენატროს, მერს და მაღალჩინოსნებს შეხვდა.

Comments
Loading...