გიორგი გახარია: 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად უნდა იყოს მზად, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად

13

„დღეს ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში, ეს არის გლობალური პანდემია, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში იყო გამოყოფილი პირდაპირ აშკარად პრიორიტეტები, ეს არის ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება.

მათი ეფექტურობა უახლოესი წლების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში, იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისი გადავლახოთ და მეორე რიგში, იმისთვის, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად, ხმამაღალი და რაც მთავარია, დამსხურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...