გიორგი გახარია: 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის 60% აცრილი უნდა იყოს

9

პირველ ეტაპზე, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“წინა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმაზე, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დასრულების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 15 დეკემბერს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ ეს გეგმა, რომლის ძირითადი მიზანი საბოლოო ჯამში გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60%. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...