გიორგი გახარია ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

540

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს დღეს სასტუმრო "ტიფლის პალასში" შეხვდა.

მინისტრმა თურქ ბიზნესმენებს ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საექსპორტო შესაძლებლობეზე ესაუბრა.

გიორგი გახარიამ ასოციაციის წევრებს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი სტრუქტურა გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა "აწარმოე საქართვლოში" – ბიზნესზე, ექსპორტსა და ინვესტიციებზე. გიორგი გახარიამ, თურქ ბიზნესმენებს 2017 წლის მარტში ეკონონომიკური ზრდის 5,3 პროცენტიან წინასწარი მაჩვენებელი, ტურიზმის სექტორში მიმდინარე ტენდენციები და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მინისტრმა ასევე ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე. მინისტრმა ასევე უპასუხა ბიზნესმენების შეკითხვებს.

"ჩვენ ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ჩვენთვის თურქეთი არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი, თურქული ინვესტიციები საქართველოში დიდი ხანია ხორციელდება და იგი არის ერთერთი ლიდერი ქვეყანა ინვესტიციების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ბიზნესმენებთან რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება". განაცხადა გიორგი გახარიამ ქარველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციის წევრებთან გამართულ მორიგ შეხვედრას თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ და მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

Comments
Loading...