გიორგი გახარია: საპატრიარქოს დაფინანსების არსებული წესი შესაცვლელი არ არის

386

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი საპატრიარქოს დაფინანსების წესთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომლის შეცვლის ინიციატივით რესპუბლიკური პარტია გამოვიდა. მინისტრის აზრით, არსებული დაფინანსების წესი შესაცვლელი არ არის.

"მე ვთვლი, რომ ეს ნაწილი შესაცვლელი არ არის. ასევე, ვთვლი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის და გადაწყვეტილება საერთო სახალხო განხილვის გზით უნდა მივიღოთ", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...