გიორგი გახარია: ე.წ. PPP კანონი 2018 წლის 31 მარტს ამოქმედდება

271

"კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის, ე.წ. PPP კანონმდებლობის შექმნა, რომელიც მთავრობამ დაადასტურა, მოიწონა და გაგზავნილ იქნა პარლამენტში. ჩვენ გვქონდა ვალდებულება აღებული, რომ ამას გავაკეთებდით 2017 წლის დეკემბრამდე და ვალდებულების შესაბამისად, ამოქმედდება 2018 წლის 31 მარტს", – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"რეალურად, ეს არის პირადაპირი საშუალება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი უბრალოდ რისკებს ინაწილებენ და ამის საფუძველზე საჯარო ინტერესი უფრო დაბალანსებული ხდება. დღეს როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფრასტრუქტურული განვითარება ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ეს ჩარჩო კანონმდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ბევრად დააჩქარებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობას", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა.

Comments
Loading...