გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში სტივ ნიქსის და სკოტ მასტიკს შეხვდა

2

პარტია “საქართველოს” თავმჯდომარე გიორფი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე პრეზიდენტს, IRI-ის პროგრამების კურატორს სკოტ მასტიკს და ევრაზიის პროგრამების დირექტორს სტივ ნიქსს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესები და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. გიორგი გახარიამ სტივ ნიქსს და სკოტ მასტიკს საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლადშექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა IRI-ის თანამშრომლობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი თავისი პროგრამის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს.

Comments
Loading...