გიორგი აბრამიშვილი: ჰესის მშენებლობის შეჩერება დიდი ზიანის მომტანი იქნება სახელმწიფოსთვის და ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის

7

„გუშინდელ შეეხვედრაზე მე წარმოდგენილი ვიყავი, როგორც კერძო სექტორი, მესამე მხარე. ჩვენ ბატონ ბუშლეს წარვუდგინეთ არგუმენტები თუ რა რისკის და ზიანის მომტანია „ნამახვანჰესის“ მიმდინარე მშენებლობის შეჩერება, რაც მან გაიზიარა. 

კომპანიას ეძლევა სრული ლეგიტიმაცია რომ წავიდეს არბიტრაჟში და ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. გარდა ფინანსური ზარალისა, რაც მიადგება სახელმწიფოს, ანუ ჩვენს მიერ გადასახადებიდან გადახდილი თანხებიდან უნდა იქნეს ასეულობით მილიონი ლარის ანაზღაურება ამ პოსტპანდემიური ეკონომიკის პირობებში, დაზიანდება ქვეყნის საინვესტიციო გარემო და მომავალში ძალიან გაგვიჭირდება ქვეყანაში ინვესტორის შემოყვანა. თუ ეს თეორიულად მოხდება, რაც მე ძალიან მეეჭვება, ათჯერ და ოცჯერ მეტი რისკების გადაზღვევა იქნება საჭირო ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. 

გარდა ამისა, ეს იქნება ძალიან მძიმე პრეცენდენტი, როდესაც ინვესტორი პანდემიის პირობებში ახორციელებს $ 800 მლნ – ის ინვესტიციას და სახელმწიფო მას აჩერებს, მიუხედავად იმისა რომ ყველა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვები მიღებული აქვს.

და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტი შეჩერდება ყოველგვარი დასაბუთებების გარეშე, მის განხორციელებას მე ვეღარ მოვესწრები და საქართველო დარჩება სამუდამოდ დამოკიდებული ენერგეტიკულად და შესაბამისად ეკონომიკურად ჩვენს ოკუპანტ მეზოებელზე…

აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰესი უნდა აშენდეს და შესაბამისად მანვე უნდა გადაწყვიტოს შეჩერდება თუ არა მშენებლობა.

თუ მოხდება სამუშაოების შეჩერება ამ ზარალზე პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს მეორე მხარე და არასწორი იქნება მთავრობისკენ თითის გაშვერა.“ –  აცხადებს გიორგი აბრამიშვილი საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე.

Comments
Loading...