გიორგი აბრამიშვილი: რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ  იმ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიაზე გადის, რომლის მედიაციაში ჩართულობასაც მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები

6

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი ენერგეტიკის სექტორის პრობლემებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოყენებულ ულტიმატუმებს აფასებს.

მისი თქმით, ნამახვანის საკითხის ირგვლივ მედიაციის პროცესში ჩართულმა ექსტერმისტმაარასამთავრობოებმა,  წამოაყანეს ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ გარემოზე ზემოქმედებისშეფასების (გზშ) დოკუმენტი აუცილებლად უნდა წარმოადგინოს „ნიდერლანდების გარემოზეზემოქმედების შეფასების კომისიამ” –  (Netherlands Comission for Enviromental assesment). 

გთავაზობთ პოსტს უცვლელად: 

მესმის, რომ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ბევრს შეიძლებააღარც აინტერესებდეს ენერგეტიკის სექტორის პრობლემები, განსაკუთრებით ტრაგიკულიაავსტრალიელი გოგოს ამბავი და შესაბამისი ტენდენციები ქვეყანაში ძალიან საყურადღებოა. თუმცა სწორედ ენერგეტიკაა მათ შორის ის ძირითადი არენა, რომლის მიღმაც ჩვენიდაუძინებელი ჩრდილოელი მტერი, ეროვნულობის შირმას ამოფარებული, უხილავ ჰიბრიდულომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყანას შიგნიდან არყევს და ასუსტებს. 

ამიტომ, თავს უფლებას მივცემ და ერთ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით:

ნამახვანის საკითხის ირგვლივ მედიაციის პროცესში სწორედ იმ ექსტერმისტმაარასამთავრობოებმა, რომლებსაც ხშირად ვახსენებ ხოლმე, წამოაყანეს ულტიმატუმი იმისთაობაზე, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი აუცილებლად უნდაწარმოადგინოს „ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიამ” –  (Netherlands Comission for Enviromental assesment). მათი თქმით, ამ მიზნით დაფინანსებაც კი მოპოვებულია (!!) და ამ ორგანიზაციას სასწრაფოდ უნდა გადავცეთ დოკუმენტაცია: https://www.facebook.com/102201981719284/posts/241582657781215/?d=n

ამ წამოწყებაში ვარლამ გოლეთიანიც აიყოლიეს. ისიც, ჩვეულებისამებრ, ბრმად იმეორებს, რომ არ არსებობს მსოფლიოში სხვა დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ნამახვანისპროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციას ნიდერლანდების გარემოზეზემოქმედების შეფასების კომისიაზე ობიექტურად და მიუკერძოებლად გაანალიზებს.

არადა, რა ხდება რეალურად და რატომ გადის რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ ამკომპანიაზე: ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია ის ორგანიზაცია, ვინც, მაგალითისთვის, ხუდონჰესის შესახებ 2013 წლის დასკვნაში აღნიშნა, რომ სვანები არიანგანსხვავებული ეთნიკური ჯგუფი ქართველებისგან „Indigenous People”,  არა „ეთნოგრაფიულ“ ჯგუფს როგორც რაჭველები, კახელები, გურულები ან სხვა კუთხის ქართველები, არამედსწორედ ეთნიკურად განსხვავებულ ჯგუფს და ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ სვანეთიდაპყრობილი აქვს საქართველოს, რომ „არაქართველი“ სვანები განიცდიან ქართველებისმხრიდან კოლონიურ ჩაგვრას, რომ მათ სჭირდებათ თვითგამორკვევა და სვანეთი ინდიელებისრეზერვაციის ტიპის დასახლებად უნდა იქცეს, სადაც საერთოდ არ უნდა ხდებოდესჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. 

რას ნიშნავს ტერმინი „Indigenous People”, იგივე აბორიგენი, ანუ მკვიდრი მოსახლეობა. მკვიდრიმოსახლეობების ფართო  განმარტება გააკეთა გაეროს სამუშაო ჯგუფმა 1982 წელს და ისშემდეგი სახით ჩამოაყალიბა: „მკვიდრი მოსახლეობები მოიცავს იმ ხალხთა შთამომავლებს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ცხოვრობდნენ თანამედროვე სახელმწიფოსტერიტორიაზე იმ დროს, როცა ამ ტერიტორიაზე დასახლდნენ განსხვავებული კულტურის ანეთნიკური წარმომავლობის ხალხები და თანდათანობით ჩააყენეს ისინი არადომინანტურ ანკოლონიურ მდგომარეობაში; მათ შეინარჩუნეს სოციალური, კულტურული, ეკონომიკური დაპოლიტიკური მახასიათებლები, რომლებიც განსხვავდება იმ დომინანტურისაზოგადოებებისაგან, სადაც ისინი ცხოვრობენ. მიუხედავად მათი კულტურულიგანსხვავებებისა, მთელი მსოფლიოს მკვიდრი მოსახლეობები იზიარებენ საერთოპრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია მათი, როგორც განსხვავებული ხალხის, უფლებებისდაცვასთან. მკვიდრი მოსახლეობები წლების განმავლობაში ცდილობდნენ მათი იდენტობის, ცხოვრების წესისა და ტრადიციულ მიწებზე, ტერიტორიებსა და ბუნებრივ რესურსებზე მათიუფლების აღიარებას, მაგრამ ისტორიის მანძილზე მათი უფლებები ყოველთვის ირღვეოდა. დღეს მკვიდრი მოსახლეობები, შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე დაზარალებულ და დაუცველხალხთა ჯგუფებს შორის არიან. საერთაშორისო საზოგადოება ამჟამად აღიარებს, რომგანსაკუთრებული ზომებია საჭირო მათი უფლებების დაცვისათვის და განსხვავებულიკულტურების და ცხოვრების წესსის შენარჩუნებისთვის“.

https://www.un.org/development/desa/indigenouspeoples/about-us.html  

სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ეს განმარტება თავისუფლად შეიძლებამოერგოს ბასკებს, ჩრდილო ირლანდიელებს, უელსელებს, ჩეჩნებს, ტიბეტელებს და სხვ. (ანუ, ფაქტიურად, ყველგან, სადაც ტერორიზმი და სეპარატიზმი ყვავის).

როდესაც ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია სვანებს „Indigenous People”-ს უწოდებს, ეს ნიშნავს, რომ ის მიიჩნევს შემდეგს: 1. სვანები არ არიან ქართველები (!); 2. ქართველებმა, რომლებიც მოგვიანებით დასახლდნენ ამ ტერიტორიაზე, დაიწყეს სვანებისჩაგვრა-შევიწროება; 3. სვანებს თვითგამორკვევის საკითხში სჭირდებათ ხელშეწყობა დაავტონომია (ეს ხდება რუსეთის და აფხაზეთის საზღვარზე – არ დაგვავიწყდეს!).

ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ასეთი ნარატივით, რაც კუთხური სეპარატიზმისგაღვივებას უწყობს ხელს, ნიდერლანდების კომისია ანტისახელმწიფოებრივ დასეპარატისტულ საქმიანობას ეწევა და ჩვენი „ეროვნული გარემოსდამცველი“ არასამთავრობოორგანიზიციებიც ამ ნარატივის ხელშეწყობა-აფიშირებას ახდენენ. 

გარდა ხუდონჰესის შემთხვევისა, 2018 წლის 30 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეალტერნატივამ“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, რომელიც ნენსკრასჰიდროელექტროსადგურის პროექტის ერთ-ერთ დამფინანსებელ ორგანიზაციად მოიაზრებოდა, საჩივარი შეიტანა. თავის  საჩივარში „მწვანე ალტერნატივა“ სვანებს „აბორიგენ ხალხად“ რვაჯერ მოიხსენიებს და შესაბამის პირობებს აყენებს.

გარდა ამისა, ცნობისათვის,  ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიაარის ის ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე BP-ის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისმილსადენის მშენებლობასაც ბოლომდე აპროტესტებდა და ამტკიცებდა, რომ ნავთობიგაჟონავდა, შეერეოდა ბორჯომის წყლებს, დააბინძურებდა გარემოს და ამ მიზეზით, ყოვლადდაუშვებლად მიიჩნევდა  საქართველოში ამ მილსადენის გაყვანას. სხვათაშორის, ამ ტიპისორგანიზაციები არასდროს გვთავაზობენ გამოსავალს, მაგალითად: დაყენდეს შესაბამისიგადამცემი მოწყობილობები – „დაჩიკები“, მილსადენს გაუკეთეს დრენაჟის სისტემა და ა.შ… უბრალოდ და მარტივად – შენს ქვეყანაში არ უნდა აშენდეს, ქართველმა არ უნდა ისარგებლოსამ სიკეთით! ჰესებთან დაკავშირებითაც იგივეა – არავითარი გამოსავალი, არ უნდა აშენდეს დამორჩა! კიდევ კარგი, მაშინდელმა მთავრობამ გამოიჩინა პრინციპულობა და ბოლომდემიიყვანა მილსადენის მშენებლობის საქმე – ერთ-ერთი უდიდესი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის!

ჩემი აზრით, ორი უმთავრესი ინფრასტრუქტურული პროექტია საქართველოში, რომელსაცგანსაკუთრებულად მყარად ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოებრიობა – ეს არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი და ენგურის ჰიდროელექტროსადგური (ე.წ. „აბორიგენებისრეზერვაციაში“ აშენებული).

წყარო: https://www.facebook.com/716838604/posts/10159293015543605/?d=n 

Comments
Loading...