გიორგი აბრამიშვილი: ნამახვანჰესის საკითხი ვერც ქუჩაში გაირჩევა და ვერც ეთერში. აკადემიურ, რაციონალურ გარემოში უნდა გაირჩეს

6

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ნამახვანჰესთან დაკავშირებულ პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქუჩაში გასარჩევი კი არა, არამედ აკადემიურ გარემოში გადასაწყვეტი საკითხია. 

ნამახვანჰესის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის მსგავსად პრიორიტეტული საკითხები ვერც ქუჩაში და ვერც ეთერში გადაწყდება, მას ჭირდება რაციონალურ და აკადემიურ გარემოში გარჩევა. საუბარია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე და უსაფრთხო მომავალზე.

ის, რომ ნამახვანჰესი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია, ამის დასაბუთებისთვის ვართ მზად. ჩვენი კარი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. გამოვთქვამთ მზაობას, გავმართოთ დიალოგი, პასუხი გავცეთ ყველა კითხვას და ვიმსჯელოთ, თუმცა მეორე მხრიდან ჩვენამდე არავინ მოდის. ჩვენ, კვლევების გასაჯაროებაც მოვახდინეთ, მაგრამ დაინტერესებული მხარეებიდან არავინ მოსულა .

მე მაქვს კითხვები, რატომ არ მოდიან დაინტერესებული პირები ჩვენთან სასაუბროდ? რატომ მივდივართ საბოლოოდ იქამადე, რომ პროტესტმა გადაინაცვლოს ქუჩაში და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის პარალელურად, გვქონდეს პროტესტი, თუ როგორ უფრო მეტად გავხდეთ დამოკიდებული რუსეთზე. 

საბოლოო ჯამში, მიმდინარე პროცესები მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ქვეყნის წინააღმდედ აქტიურად მიმდინარეობს ჰიბრიდულ, დეზინფორმაციული ომი, რათა ჩვენ ქვეყანას ხელი შეეშალოს ენერგოდამოუკიდებლობაში და მუდმივად ვიყოთ დამოკიდებული ჩრდილოელ მეზობელზე. – განაცხადა “დღის კურიერში” გიორგი აბრამიშვილმა. 

Comments
Loading...