გიორგი აბრამიშვილი: არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შეჩერდება “ნამახვანჰესის” მიმდინარე სამუშოები, იქნა გათვალისწინებული და საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან

4

“ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით  მედიაციის პირველ შეხვედრზე განხილული იყო პროექტის მნიშვნელობა და ასევე ის არგუმენტები თუ რატომ ვერ გაჩერდება მშენებლობა. 

“მშენებლობის შეჩერება დაკავშირებულია საკმაოდ დიდ რისკებთან –  ერთის მხრივ კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, გადაიტანოს საკითხი სასამართლოსა და არბიტრაჟში, რაც რისკის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის, მეორეს მხრივ – საფრთხის ქვეშ დადგება პროექტის განხორციელება და  სახელმწიფოს, ანუ ჩვენ, მოგვიწევს დიდი ჯარიმების ანაზღაურება“ – გიორგი აბრამიშვილი.

აღსანიშანვია, რომ დირკ ბუშლემ გაითვალისწინა წარმოდგენილი არგუმენტები და სამუშოების შეჩერების თემა მოხსნილია დღის წესრიგიდან.

აბრამიშვილის თქმით, წინაპირობად მშენებლობის შეჩერება და შემდგომ მოლაპარაკების გამართვა, არასწორი და სარისკოა, რაზეც პასუხისმგებლობის აღება არავის სურს.  

Comments
Loading...