გვიდიანი: ეკონომიკაში სამართლიანი წესების დამკვიდრება მოსახლეობის ნაწილს საშუალებას მისცემს განთავისუფლდეს ვალებისგან

28

ამის შესახებ აფბა-ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი მედიასთან აცხადებს.

“ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ზოგადად, საბანკო სექტორში სამართლიანი წესების დამკვიდრებაზე საუბარი დიდი ხანია მიდის და ამ თემაზე ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრობის დროიდან საუბრობს.

ეს იდეა ახალი არ არის და კარგია რომ მისი განხორციელების კონკრეტული თარიღი დასახელდა. ეს არის სამართლიანი წესების გაგრძელება და უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იმისათვის, რომ მოსახლების დიდ ნაწილს დაახლოებით 600 ათას ადამიანს, ვინც პრაქტიკულად ვერ მონაწილეობდა ეკონომიკურ პროცესებში გააქტიურდნენ და სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ბანკებთან ურთიერთობა.

მათი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესში მნიშვნელოვანია. პირადად ჩემთვის, ეს არის პრობლემის მოგვარების სწორი გზა და ვფიქრობ რომ მთავრობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტს ნაბიჯებს გადადგამს. ეკონომიკაში სამართლიანი წესების დამკვიდრება მოსახლების დიდ ნაწილს საშუალებას მისცემს განთავისუფლდნენ ვალებისგან და აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში”, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებას ეხება, რომელთაც გააჩნიათ დავალიანება ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ. პრემიერმინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

Comments
Loading...