გვენეტაძე: შეუძლებელია იმის გარკვევა, რამ გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება, ან გამყარება

41

“წლიური ინფლაცია 2,7% და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტები იმისათვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“”აქართველოში ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლე ვადიან პერიოდში დამახასიათებელი არის რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება. მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს ეკონომიკამ შეიწოვოს.

ეროვნულ ბანკს არ გააჩნია რაიმე ნიშნული, მაჩვენებელი გაცვლითი კურსის. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ინფლაცია და აი ეს არის აქ გაცილებით მნიშვნელოვანი. ინფლაცია საქართველოში არის ძალიან დაბალი. დღესდღეობით რაც გვაქვს ეს არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. ბოლო ინფორმაციით, როგორც მოგეხსენებათ წლიური ინფლაცია 2,7% და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტები იმისათვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ,” – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Comments
Loading...