გვენეტაძე: ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 2018 წლის ბოლომდე 50 მილიონამდე გაიზრდება

425

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადების მიხედვით, ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 2018 წლის ბოლომდე 50 მილიონამდე გაიზრდება. შესაბამისი განცხადება მან ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

"რაც შეეხება ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნას, ვფიქრობ, დიდი ხანია, რაც ეს გასაკეთებელია. ეს გაკეთდება ფაზების მიხედვით და ამისათვის კომერციულ ბანკებს მიეცემა გარკვეული დრო.

ზოგადად, ესეც სისტემის უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს. ახლა ეს კაპიტალი შეადგენს 12 მილიონს და გაიზრდება 50 მილიონამდე 2018 წლის ბოლოს", – აღნიშნავს კობა გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში.

მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით".

Comments
Loading...