ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა “თიბისი ბანკის” საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბანკებს შეეძლოთ ფუნქციონირება, თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ბანკები კონტროლდებოდეს. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მის კომპეტენციას ვენდობი”,- განაცხადა ელჩმა.